მულტიმედია
გაიცანით ზუგდიდელი მღვდელი, რომელიც ჟესტურ ენას სწავლობს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდელი მღვდელი, რომელიც სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში წირავს, სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის დასამყარებლად ჟესტურ ენას სწავლობს. მამა ლაზარე (ჯიქია) ყვება, რომ ჟესტურ ენას ნახევარი წელია ეუფლება და ამ დროისთვის უკვე იცის „მამაო ჩვენო“ და სხვა მოკლე ლოცვები.
„თბილისში, სამების კარიბჭის ტაძარში მამა გიორგი კალანდიას წირვას დავესწარი და პირველად იქ ვნახე ჟესტურ ენაზე მსახურება. დავინტერესდი ამ თემით, შემდეგ მამა გიორგიმაც მირჩია მესწავლა და დავიწყე ამაზე ფიქრი, თუმცა მაშინ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ შევძელი. ახლა, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, 6 თვის წინ დავიწყე ჟესტური ენის სწავლა და ეს მიხარია ძალიან, რადგან საჭიროა ამ ხალხმა გაიგოს რა არის ქრისტე, რა არის ქრისტიანობა, რწმენა, აღდგომა და სხვა დღესასწაულები“, - თქვა მამა ლაზარემ.

თვლის, რომ ჟესტური ენის შესწავლა, ისე რომ მსახურება შეძლო, რთულია, თუმცა იმედი აქვს, რომ მამა გიორგის და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით, ამას მალე შეძლებს.
„ყველაზე უმთავრესი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს ხალხი უნდა გახდეს მაზიარებლები ქრისტეს სისხლის და ხორცის. სმენადაქვეითებულმა ადამიანმა უნდა შეძლოს აღსარების ჩაბარება, რის შემდეგ ეზიარებიან და გახდებიან მრევლი. უფლის ნებით და წყალობით ამას მალე შევძლებთ“, - ამბობს სასულიერო პირი.
წირვაზე დასასწრებად და მამა ლაზარესთან სასაუბროდ ზუგდიდიდან სოფელ დავითიანში სმენადაქვეითებულები თითქმის ყოველ კვირა დღეს დადიან. უხარიათ, რომ მოძღვარს მათი გაგება შეუძლია, ჟესტური ენის ათვისებაში თავადაც ეხმარებიან და ამით ბედნიერები არიან.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მამაოს მადლობა გადავუხადო კეთილი სურვილისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა წირვები, ქადაგება, დისკომფორტისა და სირცხვილის გარეშე დავსწრებოდით წირვებს. ახლა ბედნიერები ვართ ძალიან, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ზუგდიდში, მამა ლაზარეს მეოხებით მოვისმინოთ, გავიგოთ და შევისწავლოთ ქრისტიანული სარწმუნოება“, - ამბობს გულნაზი კალანდია.

კიდევ ერთი სმენადაქვეითებულის თინათინ გიორგაძის თქმით, საქართველოში მხოლოდ მამა გიორგი კალანდია წირავს ჟესტურ ენაზე, თუმცა ისინი თბილისში შორი მანძილისა და მგაზვრობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო ვერ ჩადიან.

„მოხარული ვარ, რომ მსგავსი პრეცენდენტის მომსწრე ვარ. ყოველ ორშაბათს მამაო ჩვენთან მოდის კლუბში, სადაც ვიკრიბებით უსინათლოები და სმენადაქვეითებულები. ჩვენ მას ვეხმარებით დაქტილური ანბანის სწავლაში“, - აღნიშნა თინათინ გიორგაძე.

ზუგდიდის „ყრუთა კავშირის“ მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი სმენადაქვეითებული ადამიანი ცხოვრობს. მათთან კლუბში კი 65 ადამიანი არის გაწევრიანებული.




რადიო „ათინათი“ გუკა ბაძაღუას სურდო-თარგმანისთვის მადლობას უხდის.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პირბადეების დარიგების აქციით მოქალაქეები საფრთხეში არ ჩააგდონ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა,
კორონავირუსი
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფოთის პორტის
საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 25-მდე გაიზარდა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2020
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ
28 / მარტი 2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
28 / მარტი 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფოთის პორტის
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.