მულტიმედია
განმუხურის სანაპირო სტიქიის მესამე დღეს (ფოტო/ვიდეო)
დატბორილი სანაპირო, შლამი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ზღვიდან გამორიყული ნაგავი სანაპიროზე და სანაპიროს ქვები ე.წ. ბულვარის ტერიტორიაზე - ძლიერი შტორმი ანაკლია-განმუხურში ორი ღამის წინ დაიწყო.








ძლიერმა ქარმა და ტალღებმა მოგლიჯეს პალმის ხეები

ტალღებმა საძირკველი დაუზიანეს და ნაწილობრივ ჩამოუნგრიეს ამფითეატრს

ქვიშა გამოაცალეს სანაპიროზე მდგომ ძველ გემს, სადაც ნიკო კვარაცხელიას სახელობის ბიბლიოთეკა უნდა მოეწყოს

დააზიანეს სანაპიროსა და ბულვარის მიმდებარედ კონსტრუქციები და სავაჭრო ობიექტები.





უამინდობის გამო ახლა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია

პატრულირებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მერიაში დილით თქვეს, რომ ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


Print