სარეკლამო მასალა
კახათის #1 სკოლის მოსწავლეები გერმანული ენის ცოდნას საერთაშორისო ბანაკებში გაიღრმავებენ (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები მათ პროექტის „სკოლები მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში ესტუმრებიან. აღნიშნულ პროგრამაში მოსახვედრად მოსწავლეებმა გერმანულ ენაში ტესტირება და გასაუბრება გაიარეს. კონკურსში გამარჯვებულები კი გუშინ გამოვლინდნენ. გერმანული ენის კურსების გავლის გარდა, შერჩეული მოსწავლეები სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას.

დირექტორის მანანა მებონიას თქმით, კახათის #1 საჯარო სკოლა 10 წელია აღნიშნულ პროექტშია ჩართული.

„ჩვენი სკოლა 10 წელია, რაც გერმანიის პარტნიორია და ჩართულია პროექტში „სკოლები მომავლის პარტნიორები". ამაში არ იგულისხმება მხოლოდ გერმანული ენის გაღრმავებული სწავლება, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაც. მოსწავლეები ინტერკულტურულ განათლებას იღებენ, ეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას, უცხოელ თანატოლებს, ისვენებენ საზაფხულო ბანაკებში. კურსებზე ჩვენი სკოლიდან წელს 18 ბავშვი გაემგზავრება. კონკურსში სულ 35-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა“, - ამბობს ის.

შესარჩევი კონკურსი მოსწავლეებისთვის გერმანული ენის ექსპერტმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ქრისტინა ნეფცგლერმა ჩაატარა. მისი თქმით, აღნიშნული სკოლა საუკეთესო პარტნიორია და გამოირჩევა წარჩინებული მოსწავლეების სიმრავლით. მისივე განმარტებით, პროექტის წარმატებით განხორციელებაზე წლებია სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს .

„კახათის #1 საჯარო სკოლა გერმანიის პარტნიორია, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა „სკოლები მომავლის პარტნიორები“ ხორციელდება. ინიციატივის მიზანია ენის გაღრმავებულ შესწავლასთან ერთად, ახალგაზრდებს მისცეს ფართო პერსპექტივები. ყოველ წელს შესაძლებელია მოსწავლეთა გაგზავნა გერმანიასა და ავსტრიაში. ასევე არის საერთაშორისო ბანაკები საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები ერთად ეუფლებიან გერმანულ ენას და მუშაობენ საინტერესო პროექტებზე, რომლებიც გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებას, პროფესიულ განათლებას ეხება. კახათის სკოლა 2008 წლიდან ჩვენი საუკეთესო პარტნიორია“, - გვითხრა გერმანული ენის ექსპერტმა.

წელს გერმანიაში გაემგზავრებიან: თინათინ გერგედავა და ბეგი გეთია.

ავსტრიაში :ნინი გოგოხია, მეგი გეთია;


თურქეთში: კესო ზარანდია, ნია გოგოხია და გიორგი გუგუჩია;


აზერბაიჯანში: ნინი ივარდავა და გიგი ჩიხლაძე;


სომხეთში: გონელი ჯანაშია, ნინი ყოლანდარია, გიორგი ექონია;


საქართველოს (ფანტიანი) ბანაკს ესტუმრებიან: მარიამ ლუკავა, თამთა სიჭინავა, მათე ჩახაია, ლილია სიჭინავა, ივანე სილოგავა და ნინი ჩახაია;


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ (PASCH) 2008 წლის თებერვალში წამოიწყო. აღნიშნულ ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალური სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის ხელშეწყობით. ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გერმანიასთან განსაკუთრებული კავშირების მქონე 2000 სკოლას აერთიანებს, მათ შორის ერთ-ერთი კახათის #1 საჯარო სკოლაა.



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
წამლობის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა.
კორონავირუსი
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვისას მრევლი და სტიქაროსნები გარეთ,

ზუგდიდიდან და ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთივე ანალიზზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, გულუას სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ჯიხურებისა და დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს.
საზოგადოება
200 კვ-ზე ნაკლები დენის და 200 მ³-ზე ბუნებრივ აირის მოხმარების შემთხვევაში აბონენტებს კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.