სარეკლამო მასალა
ზუგდიდში განათლების რეგიონული გამოფენა პირველად გაიმართება
საგანმანათლელო ინტერნეტპორტალი EDU.ARIS.GE 16-21 მარტს საქართველოში პირველად განათლების რეგიონულ გამოფენას გამართავს. აღნიშნული ღონისძიება ზუგდიდში, სასტუმრო "ლეთოში" (მის: გამსახურდიას გამზირი #31) 20 მარტს (11:00-დან 19:00 საათამდე) ჩატარდება. გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში (რაიონებსა და სოფლებში) მცხოვრები მოსწავლეების სწორ და დროულ ინფორმირებულობას საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობების შესახებ. თავის მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ და უშუალო კონტაქტი დაამყარონ სამიზნე აუდიტორიასთან, დაეხმარონ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, უფროსკლასელებსა და მათ მშობლებს, გაეცნონ და უკეთ შეარჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში აკრედიტებული 20-მდე წამყვანი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და დედაქალაქიდან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU);

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI);

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU);

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (SEU);

ქართული უნივერსიტეტი (SANGU);

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (SSU);

საქართველოს უნივერსიტეტი (UG);

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU);

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SOU);

ევროპის უნივერსიტეტი (EU);

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU) ( ქუთაისში, ზუგდიდსა,
და ბათუმში);

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (ZSSU) (ქ. ზუგდიდში);

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (BNTU) (ქ. ბათუმში);

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ANRI) (ქ. ბათუმში);

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TESAU) (ქ. თელავში);

გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა უნივერსიტეტი შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა სამომავლო კარიერული დაგეგმვისთვის არის აუცილებელი. კერძოდ, საგანმანათლებლო, გაცვლითი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, შიდა სასტიპენდიო და საგრანტო პროექტების, უმაღლესების საერთაშორისო მიღწევების და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები, სასწავლო ლიტერატურისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ.

გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს, უფროსკლასელებს (9,10,11,12); სტუდენტებს, მაგისტრატურითა და დოქტორანტურით დაინტერესებულ პირებს, მშობლებს, საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს, რეპეტიტორებსა და მშობლებს, ყველა იმ პირს, ვინც განათლების საკითხებზე მუშაობს ან დაინტერესებულია ამ თემატიკით. გამოფენაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის და სრულიად უფასოა.
რეგიონულ გამოფენაზე მისულ სტუმრებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, არაერთი აქტივობა ელით, რომელში მონაწილეობაც თითოეული საგამოფენო დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

EDU.ARIS.GE-ს რეგიონულ საგანმანათლებლო გამოფენას სხვადასხვა ქალაქებში გამართავს:

16 მარტი – რუსთავი (რუსთავის თეატრის ფოიე, ფიროსმანის ქ. 1)

17 მარტი – თელავი (სასტუმრო „ძველი თელავი“, ჩოლოყაშვილის ქ. 1)

19 მარტი – ქუთაისი (სასტუმრო „ბაგრატი 1003“, წერეთლის მე-2 ჩიხი, N2ა)

21 მარტი – ბათუმი (სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“, ნინოშვილის ქ. 1)

რეგიონში გამოფენა 11:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება.


EDU.ARIS.GE არის ერთადერთი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი საქართველოში, რომელიც უკვე 9 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

მისი მიზანია ხელი შევუწყოს ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაციას. მოსწავლეების, მათი მშობლების, სტუდენტებისა თუ პედაგოგებისათვის შევქმნათ ერთიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მათ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასთან ერთად, შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების გაზიარებაც შეეძლებათ. ვებ-გვერდის ამოცანაა დროულად და ხარისხიანად გავაშუქოთ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, განათლების სფეროთი დაინტერესებულ ინტერნეტ მომხმარებელს მივაწოდოთ სანდო, საინტერესო, დროული და სასარგებლო ინფორმაცია.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
წამლობის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა.
კორონავირუსი
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვისას მრევლი და სტიქაროსნები გარეთ,

ზუგდიდიდან და ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთივე ანალიზზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, გულუას სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ჯიხურებისა და დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს.
საზოგადოება
200 კვ-ზე ნაკლები დენის და 200 მ³-ზე ბუნებრივ აირის მოხმარების შემთხვევაში აბონენტებს კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.