სარეკლამო მასალა
გიორგი შენგელია - დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პირბადეების დარიგების აქციით მოქალაქეები საფრთხეში არ ჩააგდონ. მისივე თქმით, ადგილზე ასობით მოქალაქე მივიდა, რაც ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობას ეწინააღმდეგება.

„ის, რაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მხრიდან ხდება ზუგდიდის ცენტრში, ჩვენი მოქალაქეებისთვის პირბადეების დარიგებამ, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან. მაშინ, როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით ხელს უწყობენ ამ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია.

ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიის წევრს მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ მსგავსი პროვოკაციებისგან და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რათა ერთად ვებრძოლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოსთვის.

მათ ძალიან კარგად იციან, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ასობით ადამიანი შეკრიბეს დღეს ქალაქის ცენტრში. ჩვენი სამსახურები, სამართალდამცავებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდნენ მოქალაქეების დისტანცირებას, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი, მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე.

მე დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება და გამოჩნდება შემდგომში დამოკიდებულება ამ უპასუხისმგებლო ფაქტის მიმართ.  მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, საგანგებო რეჟიმის პირობებში და დავიცვათ კანონმდებლობა.

ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს, იყვნენ მსხვერპლი უპასუხისმგებლო პარტიის და ამასთან დაკავშირებით ისმჯელებენ სამართალდამცავი ორგანოები.“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების
კორონავირუსი
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ ძალადობის პრევენციის მინით გადადგან გადადგან ქმედითი ნაბიჯები.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა გამოჯანმრთელდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონში არსებული აგრარული ბაზრების საკითხს გამოეხმაურა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ბაზრებში არც ჰიგიენის ნორმები
საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 25-მდე გაიზარდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.