სარეკლამო მასალა
ზუგდიდში მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო.

სასურსათო კალათა მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და შინმოვლის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გადაეცემათ.

,,დღეს დავიწყეთ საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. პროცესი გაგრძელდება და დამატებით 1000-მდე ოჯახს მოვიცავთ.  აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.  კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროდუქტების დაფასოებისა და დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მერიის თანამშრომლები და მოხალისეები. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ.

საკვები პროდუქტები უკვე გადაეცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.

პროდუქტის გაცემას მონიტორინგს მერთან ერთად, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე უწევდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 33 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.