დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირება დასრულდება
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას დღეს სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში შეხვდა.

"სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ყველა თანხმდება რომ თხილის სექტორს ერთობლივი ჩართულობით დროულად ვუშველეთ", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დიდინეძის შემდეგ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსახლეობას გვერდით მდებარე სოფელ დიდინეძის კახათში შეხვდა.

"დიდინეძს და დიდინეძის კახათს ახალი გზა აკავშირებს, ორი წლის წინ აქ გავლა რთული იყო, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფლის გაზიფიცირებაც დასრულდა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი აირის ჩართვა მოხდება და მოსახლეობა უფრო კომფორტულად იცხოვრებს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.