Agenda.ge-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დედაქალაქის რუსულენოვანი სახელწოდება Google-ის ადმინისტრაციამ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლის, გიორგი ბალახაძის მოთხოვნის შესაბამისად შეცვალა.
ბალახაძემ Google Maps-ის ადმინისტრაციას მართლწერის გასწორების თხოვნით მიმართა და თავისი პოზიციის დასტურად უძველესი ინგლისურენოვანი ენციკლოპედია "ბრიტანიკა" მოიშველია. Google Maps-მა განაცხადი მიღებიდან რამდენიმე დღეში დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები