დასავლეთ საქართველოს ნაწილს დღეს და ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
15 და 16 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემ
ხაზ „ხორგა“-ზე დაგეგმილი
სამუშაოების მიზნით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (საღამოს ჩართვით)
გამოირთვება ქვესადგური „მენჯის“ 10კვ. ფიდერი რეკას განშტოება, რის
გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სენაკის
მომსახურების ცენტრის სოფელ რეკას 55 აბონენტს.
დღეს კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების
მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი-I“-ს 6 კვ. ფიდერები: ფიდერი
N21 11:00 საათიდან 12:30 საათამდე 3 აბონენტი; ფიდერი N23 12:30
საათიდან 14:00 საათამდე 162 აბონენტი, რის გამოც ელექტროენერგის
მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 165
აბონენტს (ქალაქი).
ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, გამოირთვება ქვესადგური
„ჩხორჰესის“ 10 კილოვოლტის შემყვანი 10 კვ. უჯრედის შეცვლის მიზნით,
რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება შეეზღუდებათ ჩხოროწყუს
მომსახურების ცენტრის 4252 აბონენტს (ქალაქი 3234 და სოფლები:
ნაკიანი, პროფილაქტიკა-ახუთი, ქვემო ჩხოროწყუ- 1018 აბონენტი).
მასალის გამოყენების პირობები