"კონტი ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტი: ანაკლიის პორტში პირველი გემი 2019 წელს შემოვა (ვიდეო)
14:17 / 13.04.2016
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპის
მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად დღეს ანაკლიაში "კონტი ჯგუფის",
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", სახელმწიფო ჰიდროგრაფიული
სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრის დასრულებისას "კონტი ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტმა, პოლ ფორსმა
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე გარემოზე ზეგავლენის შეფასების
სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ - კომპანია მიგრაციული ჩიტების
აღრიცხვას აწარმოებს. მისი თქმით ანაკლიის პორტი მსოფლიოს ეკოლოგიური
პორტების რიცხვში უნდა შევიდეს. პოლ ფორსმა განმარტა, რომ ანაკლიის
პორტი 2019 წლის დასასრულს ამოქმედდება და რეგიონის ეკონომიკაზე ეს
საგრძნობლად აისახება.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ
ფიჩხაიამ პრეზენტაციაზე პორტის პოტენციალზე და მისი ოპერირების
დეტალებზე ისაუბრა.
ამავე თემაზე:
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები