რეგიონი
გუბერნიაში საგანგებო სხდომა გაიმართა (ვიდეო)
დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის რეგიონული ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

გუბერნატორის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გზები ქალაქშიც და მუნიციპალიტეტშიც ინტენსიურად იწმინდება. ამჟამად, მოძრაობა შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება.

ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველაზე დიდი თოვლი ზუგდიდშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტექნიკა სრულად მობილიზებულია და ყველა პრობლემურ თემში მუშაობს. პრობლემების გადაჭრა ოპერატიულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა შონიამ.

გუბერნატორმა ენერგო-პრო ჯორჯიას 24 საათიან რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზები. შექმნილი პრობლემების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:

591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.