ზუგდიდის თემის თვითმმართველობებში ყველაზე მეტი პრემია გაიცა (ვიდეო)
12:55 / 14.03.2017
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ
ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში კვლევა წარმოადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამგეობებსა და
საკრებულოებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში გაიცა. გამგეობაში პრემიის ოდენობამ 771 825
ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოში 201 440 ლარს
გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე ნაკლები ხარჯები მესტიის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა გაწიეს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევებში პრემიები
დასაბუთების გარეშე გაიცა. ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის
კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, პრემიის გაცემის წესში ხარვეზები
უნდა გამოსწორდეს.
„დადგენილება უნდა იყოს იმდაგვარი, რომ გადაწყვეტილების
მიმღებ პირს პრემიის გაცემა უნდა შეეძლოს მხოლოდ მაშინ, თუკი ამას
კონკრეტული საჯარო მოხელე იმსახურებს“, - აღნიშნა
თოდუამ.
გარდა შრომის ანაზღაურებისა, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია
მუნიციპალიტეტების მიერ სატელეფონო კომუნიკაციებზე, მივლინებებსა და
საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები