ქალაქ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა. ამის
შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში
ადასტურებენ. უწყების ცნობით, მინისტრმა მის დანიშვნის შესახებ
ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ხვიტია უფლება-მოვალეობის
შესრულებას უკვე შეუდგა.
ცნობისათვის, ხვიტია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანმდებობას
იკავებდა. იყო ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი, მანამდე, კი ის
ფოთში ოცმეთაურად მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები