ახალი ამბები
ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციის მონაწილეები ღირსების ორდენით დააჯილდოეს
ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ოთხ მფრინავს სახელმწიფო ჯილდო სიცოცხლის რისკის ფასად ორი ადამიანის გადარჩენისთვის გადაეცა.

ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში, რომლის შედეგადაც ადიდებული ხობისწყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, პოლიციის მაიორ ბესიკ გაბიანი, პოლიციის კაპიტანი შალვა შალიბაშვილი, პოლიციის უფროის ლეიტენანი ბესიკ ბაკურიძე და პოლიციის მაიორ დიმიტრი ქააძე მონაწილეობდნენ.



გარდა ამისა, შს მინისტრმა და პრემიერმა სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და 112-ის თანამშრომლები დააჯილდოეს. ცერემონიაზე სამაშველო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტური ვიდეორგოლიც იყო წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ორი ადამიანის გადარჩენა ბათუმიდან ჩამოყვანილმა მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს. რაულ პაპავა და მამუკა გელანტია შეშის მოპოვების მიზნით მდინარე დილით გადალახეს, თუმცა მთაში ინტენსიური წვიმების გამო ნაპირზე ვერ გადმოვიდნენ და ხობისწყალში არსებულ კუნძულზე ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციისთვის ეკიპაჟს ღირსების ორდენით დააჯილდოებს

ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ეკიპაჟს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ (ვიდეო)

ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს (ვიდეო)

მდინარე ხობისწყალის კუნძულზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენს ელოდებიან
Print