ახალი ამბები
პრეზიდენტი ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციისთვის ეკიპაჟს ღირსების ორდენით დააჯილდოებს
გიორგი მარგველაშვილი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს, რომლებმაც ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში, სტიქიის ზონაში ორი ადამიანი გადაარჩინეს,  ღირსების ორდენებით დააჯილდოებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, სახელმწიფო ჯილდო ეკიპაჟის წევრებს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემათ.



“ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეოპირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.
მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.



ცნობისთვის, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ორი ადამიანის გადარჩენა ბათუმიდან ჩამოყვანილმა მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს. რაულ პაპავა და მამუკა გელანტია შეშის მოპოვების მიზნით მდინარე დილით გადალახეს, თუმცა მთაში ინტენსიური წვიმების გამო ნაპირზე ვერ გადმოვიდნენ და ხობისწყალში არსებულ კუნძულზე ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ეკიპაჟს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ (ვიდეო)

ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს (ვიდეო)

მდინარე ხობისწყალის კუნძულზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენს ელოდებიან

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
10 / მაისი 2024
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან კვლავ შეიკრიბნენ "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
10 / მაისი 2024
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად,
10 / მაისი 2024
გალში სავაჭრო ობიექტის და ერთი - ერთი აფთიაქის შემოწმების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, გამოავლინეს პროდუქცია, რომელიც „აფხაზეთში საბაჟო წესების დარღვევით" შევიდა წერს „გალმედია“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.