რეგიონი
მდინარე ყულიშწყარის გარკვეულ მონაკვეთზე თევზები დაიხოცნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, მდინარე ყულიშწყარში თევზების მოწამლვის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა ლადო შველიძემ დაუდასტურა. მისივე ცნობით, ოთხი კილომეტრის მანძილზე თევზი მასიურად დაიხოცა.

„შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თევზის მოპოვების მიზნით მდინარეში აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატი ჩაასხეს, თუმცა, რეალურად რა მოხდა არ ვიცით. ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელბიც იმყოფებოდნენ და წყლის სინჯი აიღეს“, - აღნიშნა ლადო შველიძემ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ თანამშრომელბს წყლის სინჯი არ აუღიათ, რადგან იმ პერიოდისთვის მდინარე სუფთა იყო.

„ადგილზე გავიდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები. დაფიქსირდა უკანონოდ თევზის მოპოვების ფაქტი, თუმცა ვერ გამოვლინდა სამართალდამრღვევი. როგორც ჩვენმა თანამშრომლებმა დააფიქსირეს, იყო დახოცილი თევზები, თუმცა ცოცხალი ლიფსიტებიც შეამჩნიეს“, - თქვეს დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მდინარეებზე კონტროლი გამკაცრდება.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.