ახალი ამბები
ზუგდიდის ვიცე-მერმა მიხეილ ხუბუტიას აუზის ნაცვლად ავტორალისთვის ტრასის მოწყობა შესთავაზა
ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ მიხეილ ხუბუტიას ცაიშის მიმდებარედ ავტორალისთვის შესაბამისი ტრასის მოწყობა შესთავაზა. მან შესაბამისი წერილით რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე დღის წინ მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო. როგორც რადიო „ათინათს“ გია გულორდავამ უთხრა, ხუბუტიასთვის მიწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდელებს საცურაო აუზის აშენებას დაჰპირდა. გულორდავას თქმით, ქალაქში ამ ეტაპზე ორი საცურაო აუზის საჭიროება არ არსებობს და ბიზნესმენს, სწორედ მისი იდეის - ავტორალის მოწყობა შესთავაზა.



"ცენტრალური ხელისუფლება ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუზს აგვიშენებს. ამ ეტაპზე ორი დიდი ბასეინის არსებობას, ჯობდა მეორე თემა განგვევითარებინა, რადგან ახალგაზრდების დიდი მოთხოვნაა ავტორალზე. ამიტომ ვთხოვეთ მას, რომ აუზის ნაცვლად ცაიშის მიმდებარედ ავტორალითვის ტრასა ააშენოს, თუმცა ამაზე უარი მოგვწერა. "მე ვთქვი აუზიო, თანამოქალაქეებს აუზის აშენებას დავპირდიო და მაგას გავაკეთებო". მას მერე მე პირადად მივწერე წერილი, რომ ჩვენ მზად ვართ ის პირობა, რაც იყო თავიდან, რომ ჩვენ გამოვუყოფთ მიწის ნაკვეთს და ის ააშენებს საცურაო აუზს, ისევ ძალაშია და მან ეს იცის", - თქვა გულორდავამ.


რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, რომელიც მიხეილ ხუბუტიას აუზის ასაშენებლად შესთავაზეს, გულორდავა ამბობს, რომ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია 30 მაისს პირველი საჯარო სკოლის იუბილეზე მოქალაქეებს ხუბულავას ქუჩაზე საცურაო აუზის აშენებას დაჰპირდა.

"მიწის ნაკვეთი მთავრობამ გაჩუქათ, მე კი აუზს გაჩუქებთ", - უთხრა მან იუბილეზე შეკრებილ მოქალაქეებს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი 26 ივნისს ზუგდიდში, პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსი - საცურაო აუზი აშენდება.

ამავე თემაზე:

ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ

მიხეილ ხუბუტია ზუგდიდელებს საცურაო აუზის აშენებას დაჰპირდა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.