ახალი ამბები
10 დღეში შვებულებით ზუგდიდის მერიის 122-მა საჯარო მოხელემ ისარგებლა
პირველი ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ზუგდიდის მერიის 122-მა საჯარო მოხელემ სხვადასხვა დღეს შვებულებით ისარგებლა. რადიო „ათინათის“ მიერ ზუგდიდის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათ დღეში შვებულება გამოიყენა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა - ლაშა ჯაიანმა და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა - თენგიზ ქობალიამ.

ამასთან, კუთვნილი შვებულებით ისარგებლა მერიის მეორე რანგის 17-მა, მესამე რანგის პირველი კატეგორიის 76-მა, მესამე რანგის მეორე კატეგორიის 5-მა და მესამე რანგის მესამე კატეგორიის 22-მა პროფესიულმა საჯარო მოხელემ.

ზუგდიდის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები პერიოდულად იცვლება.

„ზოგს ორკვირიანი შვებულება აქვს, ზოგს თითოდღიანი და ასე შემდეგ. შეიძლება, სამი თანამშრომელი იყოს ისეთი, ვისაც, მაგალითად, 29 ოქტომბრამდე აქვს აღებული“, - გვითხრა ამანათიძემ.

შვებულებით სარგებლობს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

alt

„მე ჩემი საქმეებიც მქონდა და დაემთხვა ეს კამპანიაც. ვთვლი, რომ სადაც საჭირო ვარ, იქ უნდა ვიყო. მეც მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა და შემოთავაზებაც იყო, შეიძლება ითქვას, ორმხრივი იყო“, - გვითხრა ღადუამ.

კითხვაზე, როდის დაიწყო და როდის დასრულდება მისი შვებულება, ღადუამ გვიპასუხა, რომ ზუსტად თარიღი არ ახსოვს, თუმცა იცის, რომ, შაბათ-კვირის გარდა, 13 დღიანი შვებულებით სარგებლობს. მისივე თქმით, მან შვებულება გასულ კვრიას დაგმოიყენა და ამ კვირაშიც შვებულებაშია.

ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართულია მერიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და საპროტოკოლო საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი სალომე გუგუშვილი. მისი თქმით, შვებულება არ აუღია, თუმცა კამპანიაში შაბათ-კვირას და არასამუშაო დროს მონაწილეობს.

alt

„მხარს ვუჭერ ზურაბიშვილს, ჩვენ ოჯახით ვახლობლობთ და ნამდვილად ჩემი სურვილი იყო კამპანიაში ჩართვა“, - თქვა გუგუშვილმა.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო. მასში. ძირითადად, საჯარო მოხელეებთან ერთად, საკრებულოს წევრები არიან ჩართული.

ფოტო: ფეისბუკის გვერდი "ზუგდიდი ირჩევს სალომე ზურაბიშვილს"
Print Email
FaceBook Twitter
გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის.
ჩვენი ტუჩები, ისევე როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება.
საზოგადოება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას
დღის სიახლეები
16 / ნოემბერი 2019
ზუგდიდის პოლიციის საექსპერტო-კრიმინალურ დეპარტამენტში ფოთიდან 40-ზე მეტი ქალი გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი კაფე-ბარების თანამშრომლები არიან.
16 / ნოემბერი 2019
სოხუმის უღელტეხილზე, სოფელ ფსხუს მიდამოებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს
16 / ნოემბერი 2019
დეპუტატების ნაწილმა, რომლებიც  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდნენ, აცხადებენ რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.