ახალი ამბები
ხობში ძველ ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები აღმოაჩინეს
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,მაჩხომერის ციხის" ტერიტორიაზე ძველ ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოგიტა ჩიტაია უთხრა. მისვე თქმით, ფილები ხობის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს ნახეს და ის შესწავლის მიზნით თბილისშია გადაგზავნილი.  ჩიტაია ამბობს, რომ წარწერები ადრებიზანტიური ხანით, V-VI საუკუნეებით თარიღდება და ის შესაძლოა რელიგიური შინაარსის იყოს.
alt
"მას ახლა ბერძნული ენის სპეციალისტები სწავლობენ. ძალიან საინტერესოა, თუ რა წერია ზედ. შეიძლება ეს რელიგიური ხასიათის წარწერა იყოს. ეტყობა აქ წირვა-ლოცვა ბერძნულად მიმდინარეობდა", - თქვა ჩიტაიამ.

ხობის მერიაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ამ ტექსტებმა მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ადრექრისტიანული ხანის ისტორიაში.



Print Email
FaceBook Twitter
თეგები: ხობი / წარწერა / ფილა /
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
18 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.