ახალი ამბები
დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში მიმდინარე თვის დასაწყისში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის ია კერზაიას ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ინსპექტორი სკოლაში სხვადასხვა დოკუმენტაციას სწავლობდა და შესაბამისი დასკვნა უკვე არსებობს. კერძაია სასწავლო დაწესებულებაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ინსპექტორების სკოლაში შესვლიდან რამდენიმე დღეში მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მისულიყო და მიეცა პირობა, რომ არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებდა.

„ორი ადამიანი შემოვიდა სკოლაში 9 ნოემბერს და გვითხრა, რომ განათლების სამინისტროში შემოსული საჩივრის საფუძველზე უნდა დაწყებულიყო სკოლის ინსპექტირება. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ორი ადამიანი „თავდაუზოგავად“ მუშაობდა, რომ დარღვევები აღმოეჩინა. ცხადია, იყო სხვადასხვა პროცედურული დარღვევა, თუმცა არცერთი ფინანსური... საჩივარი, რომელიც ჩემი აზრით ფაბრიკაციია, ანონიმის მიერ იყო შედგენილი და ეწერა, რომ თურმე, მე 2007 წელს „ბნელმა ძალებმა“ მომიყვანეს სკოლის დირექტორის პოსტზე და არასწორად განვკარგავდი ხარჯებს და ვწერდი ბრძანებებს, რაც ტყუილია. მე ლოტოტრონის საშუალებით გავხდი დირექტორი და ყველამ კარგად იცის, რამდენი რამ გაკეთდა ამ სკოლაში ყველა მიმართულებით“, - გვითხრა კერზაიამ.


alt

მისივე ინფორმაციით, ის საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად არასდროს გამოხატავს. ამასთან, კერძაიამ თქვა, რომ ის გენინსპექციის სკოლაში შესვლას სწორედ იმას უკავშირებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი არ არის.

„არ ვარ აქტივისტი, ღიად არავის ვუჭერ მხარს და ჩემს მასწავლებლებს არ ვავალებ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს, ან რა უფლება მაქვს. ჩემთან შემოვიდა ზარი და მე უნდა მეპოვა მაღალჩინოსანი, რომელიც მიიღებდა გარანტიას, რომ მე ვუჭერდი მხარს და ვიმუშავებდი მათთვის“, - თქვა სკოლის დირექტორმა.

ია კერზაიას ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ინსპექტირება დასრულებულია და სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო შესაბამისი წერილი, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს და ასევე აღმოიფხვრას აღმოჩენილი ხარვეზები.

„არ ვიცი, სამეურვეო საბჭო რას გადაწყვეტს. მათ კარგად იციან, როგორც ვმუშაობ მე. თუ მოხდა ისე, რომ შემიწყდა უფლებამოსილება, აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით“, - გვითხრა კერზაიამ.

რადიო „ათინათი“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. სამინისტროში კი გვითხრეს, რომ შესაბამის პირებთან დღის მეორე ნახევარში დაგვაკავშირებდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკის გზავნილების მომსახურებით ისარგებლებენ, ახალ აქცია-გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვებიან და სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2019
დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკის გზავნილების მომსახურებით ისარგებლებენ, ახალ აქცია-გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვებიან და სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ.
21 / ნოემბერი 2019
ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" საახალწლო გასანათებელ მოწყობილობებს და დეკორაციებს შეიძენს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. გამოცხადებული
21 / ნოემბერი 2019
აფხაზეთის დე ფაქტო და ნიკარაგუას რესპუბლიკები სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.