ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით  მიმართვას აპირებს. შენგელიამ რადიო „ათინათს“  უთხრა, რომ საგამოძიებო ორგანო წერილობითი მიმართვის გარეშეც უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხით. ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე მტკიცებულებები აქვს განათლების სამინისტროს ოთხი წარმომადგენლის, მათ შორის, მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის წინააღმდეგ.

„მოვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, ვინც განახორციელა ეს სადამსჯელო ოპერაცია, მათ შორის, შემსრულებლის, დამკვეთის, გადაწყვეტილების მიმღები პირის. ესენი არიან განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც, ადგილზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მათი უფროსი, რომლის ხელმძღვანელობით ან დახმარებით, მოხდა სკოლაში ასეთი ფორმით ინსპექტირება. ასევე, განათლების მინისტრის, რომელმაც გამოსცა ეს ბრძანება, რომლის საფუძველზე დაიწყო და განხორციელდა მთელი ეს პროცესი. დიდი ალბათობით, სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც იყო ამაში ჩართული, თუმცა მტკიცებულებები მაქვს ამ ადამიანების წინააღმდეგ“, - გვითხრა შენგელიამ.

ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირების ჩართულობაც იკვეთება და ამის თქმის საფუძველს შენგელიას, მისივე თქმით, სკოლის შემოწმების ხისტი ფორმები და სისწრაფე აძლევს.

„ლოგიკური ჯაჭვი იძლევა საშუალებას, რომ ეს დასკვნა გავაკეთოთ. არანაირი სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს, ანონიმური წერილის საფუძველზე, რომ ორ კვირაში დაიდოს ასეთი დასკვნა“, - აღნიშნა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ არა კერზაიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სამეურვეო საბჭო მისი გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემდა. 

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და დირექტორი ია კერზაია თანამდებობაზე დატოვა.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამავე თემაზე:

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
26 / აგვისტო 2019
„საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გაიმართება.
26 / აგვისტო 2019
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაანონსებულ ვადაში ვერ მოხერხდება. მისი გახსნა
26 / აგვისტო 2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობის" აღიარების თერთმეტი წლის თავს  ეხმაურება.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}ანაკლიასა და განმუხურში მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES 2019-ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ხუთ დღიან ომს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი.
ივლისში საქართველოს 1,099,474 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამების და ივლისის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.