ოპოზიცია კერზაიას საქმეზე პარლამენტში განათლების მინისტრს იბარებს
12:56 / 10.12.2018
„ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის მისვლას ითხოვს. ოპოზიციური პარტიის წევრი სერგო
რატიანი კერზაიას გათავისუფლების მცდელობაზე საუბრობს და ამას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ია კერზაიას სკოლის სახელზე საჩივარი დაიწერა და მინისტრმა გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი განცხადების შესვლისთანავე მოაწერა.
„ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო რეაგირებს ძალიან სწრაფად, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს გამოძიება და საპარლამენტო კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ამ აუდიტის სამსახურის უფროსი გაეთავისუფლებინა ამის გამო სამსახურიდან. რატომ არ არის გათავისუფლებული აუდიტის სამსახურის უფროსი დღემდე, როდესაც იყო რეკომენდაცია და როდემდე უნდა ჰყავდეს ინსპექტორი წამალაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს. არის უამრავი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი განათლების მინისტრმა. თუნდაც ის, რომ ეს აუდიტის სამსახური 20012 წლიდან ფაქტობრივად გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის. დევნიან, 100-მდე დირექტორი არის გათავისუფლებული,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა. “ - განაცხადა რატიანმა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები