ახალი ამბები
რა წერია ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ საჩივარში (ფოტო)
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კერზაიას მიმართ დაწერილი იმ განცხადება-საჩივრის ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც, მისივე თქმით, შევიდა ინსპექტირების ჯგუფი სკოლაში.

მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ საჩივარი მოთხოვნის საფუძველზე ია კერზაიას თავად მიაწოდა განათლების სამინისტრომ. 

"ინსპექტირების პროცესში იამ მოითხოვა ამ საჩივრის ნახვა და გამოუგზავნა სამინისტრომ. მე არ ვიცი, იქნებ, ჰქონდეთ სრული ვერსია, თუმცა გამოგზავნილ ვერსიაში სულ ორი გვერდია. პირველ გვერდზე ის წერია, რაც გამოვაქვეყნე, მეორეზე კი ძალიან ზოგადად, თითქოს, დარღვევების შესახებ. დოკუმენტი არც დათარიღებულია და საერთოდ არ აქვს არანაირი ოფიციალური ნიშანი", - განგვიმარტა შენგელიამ.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ ამ ტექსტით დაიწყო დანაშაულებრივი ჯაჭვი აღნიშნულ საქმეზე. აქვე შენგელია პირობას დებს, რომ საქმეში ჩართული ყველა პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც იკვეთება, დაისჯება.

„ვაქვეყნებ იმ ანონიმური (რომელიც ამავდროულად არის გაყალბებული) განცხადება-საჩივრის ნაწილს, რომელიც არაერთი ადამიანის დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზებას დაედო ,,საფუძვლად''. როგორც ხედავთ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ,,საუკეთესო პრაქტიკით'' არის შესრულებული (ფორმა დაცულია).
აქედან დაიწყო სისხლის სამართლის დანაშაულების მთელი ჯაჭვი, რომელიც დიდი ალბათობით დღესაც გრძელდება. პირობას გაძლევთ, რომ ყველა ის პირი დაისჯება, რომელსაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ საქმეში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იას სიცოცხლის გზა კი მომავალში აუცილებლად გადაარჩენს არაერთ ადამიანს და მათ ჯანმრთელობას ხელყოფისგან. ამ საქმის ობიექტური გამოძიება ნიშნავს, რომ მომავალში არავის არ გაუჩნდება ცდუნება ჩაიდინოს მსგავსი ტიპის დანაშაული და სკოლა გამოიყენოს პოლიტიკური თამაშების ადგილად.
გამოიძიე ღირსების საქმე!“, - წერს ბაჩანა შენგელია.

alt


ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საქმეზე მოკვლევა დაიწყო მთავარმა პროკურატურამ, სადაც ბაჩანა შენგელიას 25 დეკემბერს გამოკითხავენ.

ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერზაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. 

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიზირება ხდება, რაც, კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, უწყებაში განმარტეს, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას, რაც საარჩევნო პროცესშიც არ შეჩერებულა.



ამავე თემაზე:

პარლამენტში ზუგდიდის მე-6 სკოლაზე ინსპექტირების სამსახურის ანგარიშის მოსმენა გადაიდო 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2024
საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2019-2023 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი 24.3%-ით შემცირებულია.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი, რამდენიმე თვეა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის გარეშეა დარჩენილი.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.