ახალი ამბები
მარტვილის მერია გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად 10 ათას ლარამდე დახარჯავს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ გაზეთში მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განსათავსებლად ბიუჯეტიდან 9 500 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ 29 იანვარს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გაზეთის პირველ და მეორე გვერდებზე განთავსებული უნდა იყოს მერიის მიერ მიწოდებული მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და ისტორიული ცხოვრების შესახებ ინფორმაციები, მათგან სექტემბრის თვის სპეციალურ ნომერში ოთხ გვერდზე, ხოლო ნოემბრის თვეში 12 გვერდზე. ამასთან, დამატებით, კვარტალში ერთხელ რედაქციამ გაზეთში ინტელექტუალურ-შემეცნებითი არანაკლებ ერთი საბავშვო გვერდი უნდა გამოყოს და გაზეთის თითოეული ნომრის 300 ეგზემპლარის მერიას მიაწოდოს.

ამავე ინფორმაციით, თუკი მერიამ რედაქციას ინფორმაცია ყოველი თვის 25 რიცხვამდე არ მიაწოდა, რედაქცია ვალდებულია თვითონ მოაგროვოს აღნიშნული ინფორმაციები.

ტენდერში წინადადებების შეტანა 4-დან 6 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
Print Email
FaceBook Twitter
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის.
საზოგადოება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას
დღის სიახლეები
18 / ნოემბერი 2019
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაჭრეს. ბრალდებული 70 წლის პირია. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
18 / ნოემბერი 2019
მესტიის სოფლებში ცხუმარსა და ეცერში ტყის ფერდობებზე ქვედა საფარი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.  ეწერში მერის წარმომადგენლის ომეხ ხორგუანი ინფორმაციით,
18 / ნოემბერი 2019
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პარლამენტთან გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა ქვარაიას, რომელმაც სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 1 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.