ახალი ამბები
ზუგდიდში, შესაძლოა, ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლი დაიდგას
ზუგდიდის საკრებულოში ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიონჯუს ძეგლის დადგმის ინიციატივა მოქალაქე გივი ქარჩავამ შეიტანა. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, საკითხი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილება.

„აუცილებლად უნდა გავიდეს ეს საკითხი, მე პირადად ვემხრობი, რადგან ამ ადამიანმა ლაზების თვითმყოფადობის შენარჩუნებაში უდიდესი შრომა გასწია, რომ ლაზური ენა არ დაკარგულიყო და პროვიციაში, სადაც ის ცხოვრობდა, მისით ძალიან პოპულარული გახდა. ის ლაზური კულტურის აღორძინების სიმბოლო გახდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაგვილავამ.

რაც შეეხება ადგილს, სადაც ქოიონჯუს ძეგლი უნდა დაიდგას, ლაგვილავამ გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ ყოფილა, თუმცა თავად თვლის, რომ სკულპტურა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას უნდა განთავსდეს.

„ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა, რათა თანამოძმეებს არ დაეკარგათ თვითმყოფადობა და მის შენარჩუნებაში აქვს უდიდესი წვლილი შეტანილი“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ თურქეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. საკუთარ შემოქმედებაში ის მსმენელს როკისა და ლაზური სიმღერის სინთეზს სთავაზობდა. ქოიონჯუ 33 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.