ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
11:44 / 14.03.2019
ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის
წინ გადაასვენეს.
მას ადგილზე ახლობლები და მეზობლები ადგილზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში დახვდნენ. ნათესავებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ცხედრის დათვალიერებას აპირებენ.
"ჯერჯერობით, არცერთი ვერსიის არ გვჯერა, მათ შორის, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის. ვენდობით ექსპერტიზის შედეგებს",- აღნიშნა გარდაცვლილის ბიცოლამ ია კვარაცხელიამ.
ახლობლებმა ასევე თქვეს, რომ ირაკლი კვარაცხელია გალში პერიოდულად, სეზონურად სამუშაოდ გადადიოდა, თუმცა ახლა რა უნდოდა იქ, არ იციან. გარდა ამისა, ახლობლები ამბობენ, რომ მას არც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაკრძალვენ ირაკლი კვარაცხელიას. მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები