რეგიონი
ტელეკომპანია “ოდიშის” წამყვანს 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
ზუგდიდში, დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში ბრალდებულ “ოდიშის” წამყვანს ლევან თორიას,მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ოდენობით გირაო შეეფარდა, თუმცა ფულადი თანხის ნაცვლად შეუძლია უზრუნველყოს უძრავი ქონებით. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენა აშკარაა, თუმცა საქმის მსვლელობისას გამოჩნდება, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება. პროკურატურამ სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართა. თავად თორია, რომლის მიმართაც გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი მტკიცებით, თორია სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, ადვოკატის თქმით, თორია იძულებული იყო, თავი დაეცვა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ, უკიდურეს შემთხვევაში კი, განისაზღვროს გირაო მინიმალური ოდენობით. ბრალდებულმა ლევან თორიამ კი პროცესზე გაიხსენა 14 მაისს მომხდარი ინცინდენტი.

“მოვარდნენ, იქნევდნენ ხელ-ფეხს, მეც მომხვდა ფეხი და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იძულებული ვიყავი, თავი დამეცვა. ამის შემდეგ კი, კადრებშიც ჩანს, რომ ვცდილობდი, გავრიდებულიყავი სიტუაციას”,-თქვა მან. პროკურორის ილია ტორუას განმარტებით კი, თორია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა. “სიტყვიერი შეურაცხყოფით გაბრაზებულმა ლევან თორიამ ჩაიდინა კონკრეტული პირის მიმართ ძალადობა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე გამოიკვეთა”,-დასძინა ტორუამ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა, მეორეს მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა.


ამავე თემაზე:

ფიზიკური დაპირისპირება დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერის დროს (ვიდეო)

„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს

Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდის სოფელ რუხში გამართულ „ხაჭაპურის ფესტივალზე“ სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში გამარჯვებული მცხობელები დაასახელეს.
19 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდის სოფელ რუხში "ხაჭაპურის ფესტივალის" ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში მონაწილე მცხობელები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
19 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდის სოფელ რუხში, დღეს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ "ხაჭაპურის ფესტივალი" ჩატარდება.
საზოგადოება
ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოეს. ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია
სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.