რეგიონი
სეს: გავრცელებული პეპელა მავნებელი არ არის
წელს საქართველოში, მათ შორის, სამეგრელოში პეპლის ნარშავას ფრთაკუთხას (Vanessa cardui) პოპულაციის ზრდა შეინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მწერი მავნებელი არ არის და 
მეტიც, ის შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კულტურების სასარგებლოც იყოს.

"აღნიშნული პეპელა გადამფრენი მწერია. იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება.

ნარშავას ფრთაკუთხა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას.

გადაზამთრებული პეპლის ფრენა იწყება მაისის მე-2, მე-3 დეკადიდან (მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მაისის პირველი დეკადიდან). საქართველოში წელიწადში 2-3 თაობას იძლევა. ბოლო თაობის იმაგოს ფრენა გრძელდება ოქტომბრამდე. ხშირად თაობა თაობას ფარავს და ერთდროულად შეიძლება შეგვხვდეს მავნებლის სხვადასხვა სტადია.

მისი ბუნებრივი მტრები არიან ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრნელები და სხვა.

პეპლის ზომა გაშლილი ფრთებით 5-7 სმ-ია. ფრთები ზემოდან ღია აგურისფერ-მოწითალოა შავი ლაქებით.

იგი გვხვდება ყველგან - მდელოზე, ველზე, უდაბნოში, ბაღში განსაკურებით უყვარს დიდი გაშლილი, მზიანი სივრცეები.

ზაფხულის ბოლოს მილიონობით ნარშავას ფრთაკუთხა გეზს აფრიკის კონტინენტისკენ იღებს. უმეტესწილად, ისინი 500 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავენ, რის გამოც მათი დანახვა ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუძლებელია. პეპლები ელოდებიან იმ დროს, როცა ქარი სასურველი მიმართულებით დაუბერავს. ქარის დახმარებით ისინი 45 კმ/სთ სიჩქარით ფრენენ. ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 კილომეტრს ფარავენ. გადაფრენას იწყებენ ჩრდილოეთი არქტიკის საზღვრებიდან და ასრულებენ დასავლეთ აფრიკაში. ნარშავას ფრთაკუთხა გზადაგზა მრავლდება და მთელ ცხოვრებას ფრენაში ატარებს.

პეპელა ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და ადვილად იღუპება. მისი სასიცოცხლო ციკლი 2 თვეა", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.