ახალი ამბები
საია და მწვანე ალტერნატივა სახელმწიფოსგან ენერგოგანვითარების სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვენ
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საიამ“ და „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ზემო სვანეთში ჰესების მშენებლობისა და ამ სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ჰესების მოწინააღმდეგეები კი არ ვართ, პირიქით, ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ჰესები უნდა შენდებოდეს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის შესაბამისად. სახელმწიფოს აქვს მხოლოდ დრაფტი დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებული არ არის. მათ არ აქვთ ხედვა, როგორი ობიექტები უნდა აშენდეს და სად. ეს ამოცანა უნდა გადაჭრას სახელმწიფომ, სტრატეგია შეიმუშაოს, გამოიკვლიოს, როგორ შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება და ბოლოს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაუტარდეს გარემოსდაცვითი შეფასება, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს მშენებლობა და არა ასე ქაოსურად“, - აღნიშნა საია-ს პროექტის მენეჯერმა მზია გოჩაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა არაა ინფორმირებული ჰესების მშენებლობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, როცა ინვესტორი შემოდის ან სამშენებლო ტექნიკას შემოიყვანენ.

არასამთავრობოები ასევე მოითხოვენ, რომ ჰესების მშენებლობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი უძღოდეს წინ.

ამავე პოზიციაზეა „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. ის მიიჩნევს, რომ აუცილებლად საჭიროა საუბარი არა რამე ზოგადზე, არამედ, კონკრეტულ გეგმებზე და კონკრეტულ ხელშეკრულებებზე.

„როცა ხელისუფლება საუბრობს ჰესების საჭიროებაზე, ეს არის აბსურდი, აუცილებელია ვისაუბროთ კონკრეტულ ჰესებზე, კონკრეტული ხელშეკრულებების საფუძველზე და ამის შემდეგ ვისაუბროთ, სარგებელი მეტია თუ ზიანი. ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ხდება ენერგოსექტორში, ელექტორენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, უნდა გვქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა. გვჭირდება კონკრეტული ვალდებულებები და განსაზღვრული ალტერნატივები: ენერგოეფექტურობა, მინი ჰესები, რომლებიც არის მწყობრიდან გამოსული, მათი ტექნიკური გადაიარაღება და დაბალანსებული მზისა და ქარის სადგურები, რომელიც არის ბევრად იაფი და დაბალანსებული“, - აღნიშნა ჭიპაშვილმა.

რაც შეეხება ჰესების მშენებლობას მესტიაში, ჭიპაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივები მხოლოდ საჭიროების დასაბუთებას მოითხოვენ და მათ არ სურთ, მათივე თანხმობის გარეშე რამე გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც, მისივე თქმით, ლოგიკურია.

შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად მესტიიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

"აუცილებელია, ყველას ესმოდეს, რომ არ შეიძლება ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, რომლიც საზიანოა მოსახლეობისთვის, გარემოსთვის და არც ეკონომიკური თვალსაზრისითაა მომგებიანი", - თქვა ხაიშის მკვიდრმა ზურაბ ნიჟარაძემ. 

სამუშაო შეხვედრა ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად,
კორონავირუსი
სამეგრელოში 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში ამ დროისთვის 226 ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელოში კორონავირუსის ინფექციით ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 122​ ადამიანი გამოკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
დღის სიახლეები
20 / იანვარი 2021
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩერდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის პრესსამსახურიდან აცნობეს.
20 / იანვარი 2021
ხმაური და დაპირისპირება იყო სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, სადაც შეკრებილებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს.
20 / იანვარი 2021
გაგრაში, მდინარე ჟოეკვარაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ეძებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული ქალის შესახებ ინფორმაცია,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 1 °C
img
სოხუმი 1 °C
img
ფოთი 1 °C
img
მესტია -9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.