ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხისა და ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო (ვიდეო)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მიმდინარე  გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის ინფორმაციით,  მომავალ წელს ორივე მუნიციპალიტეტში 5000-მდე ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი.

„ისტორიული დღე არის წალენჯიხისთვის და ჩხოროწყუსთვის, არასოდეს არ ყოფილა აქ ისტორიულად ბუნებრივი აირი. მე პირადად ვიყავი შემოდგომაზე ჩამოსული, აქ შევხვდი მოსახლეობას და შევპირდი რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები. მთავრობამ დაამტკიცა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა და აი სულ რამდენიმე დღეა უკვე დაიწყო ეს სამუშოები. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს, ზაფხულის მიწურულს 3000-მდე ოჯახს წალენჯიხაში, ხოლო 1600-მდე ოჯახს ჩხოროწყუში ექნება ბუნებრივი აირი. ეს პროგრამა გრძელდება სამი წლის განმავლობაში, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა გადაწყვეტილია ისე, როგორც დავპირდით მოსახლეობას“ , - განაცხადა თურნავამ.

მიმდინარე სამუშაოები მინისტრთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მოწერელიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, სამეგრელოში მასშტაბური გაზიფიცირება მიმდინარეობს.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი და გაზგამანაწილებელი სადგურის აშენება იგეგმება.

გარდა ამისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3 წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327.


რაც შეეხება ჩხოროწყუს, გაზიფიცირებისთვის  86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და გაზგამანაწილებელი სადგური მოეწყობა. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.

ამავე თემაზე:

ნათია თურნავა: პორტთან დაკავშირებით ყველა წინადადებას ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსში განვიხილავთ

მინისტრი: "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" უფლება აქვს ჩვენი გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს








Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით,
15 / ოქტომბერი 2019
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმი აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებს.
15 / ოქტომბერი 2019
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, კერძოდ კი სოხუმში, რუსეთიდან არალეგალურად შემოსული ჩრდილოკორეელი მუშები სამშენებლო და სარკინიგზო
საზოგადოება
სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
კლინიკა „მედი“-მ 20 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც შეკვეთილში, ახლად გახსნილ კურორტ „მაგნიკა“-ში გაიმართა.
ზუგდიდში, ჭითაწყარში არსებული ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში მოქალაქეებს ტექდათვალიერების დროულად გავლისკენ მოუწოდებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.