საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ზუგდიდის მერის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს, კამათი და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის ახალგაზრდული
ორგანიზაციის წევრებს, რომელთაც პირზე წებოვანი ლენტი ჰქონდათ აკრული და თავზე ტომარა წამოცმული, მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ამ პერფორმანსით ჩატარებულ არჩევნებს კი არ აპროტესტებდნენ, არამედ, ენმ-ს მმართველობის პერიოდს განასახიერებდენ. სწორედ, მაშინ უთხრა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ფაცაციას, რომ მას პასუხს არ გასცემს, რადგან მისი შეგნება იმ პოსტში ჩანს, რომელიც მან თინა ბოკუჩავაზე დაწერა. წითლიძის ამ რეპლიკამ კი „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის, ქალი დეპუტატის, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას სიცილი გამოიწვია.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები