ახალი ამბები
მესტიაჭალა 1-ის მიმდებარედ მაშველები რჩებიან
მესტიაში, „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის მიმდებარედ, სადაც გუშინ სტიქია იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები რჩებიან. როგორც რადიო „ათინათს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს ახორციელებდნენ.

„ევაკუირებულია ყველა ის ტურისტი, ვინც სტიქიის ზონაში იყო. ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების მიზნით ახლაც ადგილზე არიან“, - ამბობენ საგანგებოში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. ერთ-ერთმა მესტიელმა დალი ფალიანმა გვითხრა, რომ ამ დროისთვის მდინარე კალაპოტს დაუბრუნდა.

„მდინარე მესტიაჭალა დამშვიდებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ჰესის ჩადგმამ გამოიწვია ასეთი პრობლემები. ისედაც რთული მდინარეა, ჩვენი წინაპრები ძლივს აკავებდნენ ხოლმე და ახლა სიტუაცია ბევრად უფრო გართულებულია. ასე მარტივად ვერ ასწავლი მდინარეს ჭკუას.“, - აღნიშნა ფალიანმა.

ამ დროისთვის მესტიაში აღარ წვიმს.

ამავე თემაზე:

სვანეთი ჰიდრო : დატბორილია „მესტიაჭალა 1“-ის ტერიტორია, თუმცა სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა

მესტიის მერია: "მესტიაჭალაჰესი 1"-ის ინფრასტრუქტურა განადგურებულია (ფოტო)

„მესტიაჭალაჰესის“ მიმდებარედ მდინარემ მანქანები წაიღო (ვიდეო)



Print