ახალი ამბები
სვანეთი ჰიდრო : დატბორილია „მესტიაჭალა 1“-ის ტერიტორია, თუმცა სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა
დაბა მესტიაში წყალდიდობის გამო „სვანეთი ჰიდრო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის პირველადი შეფასებით, ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

„დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია. კომპანიის წარმომადგენლები აჟამად ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს მესტიაჭალა ჰესი 1-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ 10-მდე ავტომობილი წაიღო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2024
პარტია "ახალის" წევრმა ზუგდიდის საკრებულოდან მაია კალანდიამ მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსს მურთაზ ბოკუჩავას მისი საქმიანობისა და შვილების "სწორ მხარეს" დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
30 / აპრილი 2024
დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "აგენტების" კანონს აპროტესტებდნენ.
30 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებას "ქართული ოცნების" წევრებისადმი "აგენტების" კანონის მუხლობრივი განხილვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.