ახალი ამბები
დარჩელში რაგბის მოედნის მოსაწყობად მოსწავლეები თხილის მოსავალს გაყიდიან
ზუგდიდის სოფელ დარჩელის პირველ საჯარო  სკოლის ეზოში  რაგბის მოედნის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გოგონათა რაგბის გუნდის მწვრთნელმა ვახტანგ კორკელიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მოედნის მოსაწყობად ადმინისტრაციამ მათივე სკოლის საკუთრებაში არსებული თხილის წლევანდელი მოსავალი დაუთმო, რომელიც მოსწავლეებმა შეაგროვეს. ვახტანგ კორკელია ამბობს, რომ ზუგდიდში პირველად რაგბის კლუბი დარჩელის პირველს სკოლაში ჩამოყალიბდა და აქ მოედნის მოწყობა სიმბოლურია.

„მიუხედავად იმისა, რომ  შესაბამისი მოედანი არ გვქონდა, პირველად რაგბის თამაში აქ დავიწყეთ. როდესაც მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა და მათ მოტივაციაც ჰქონდათ, ზუგდიდში გავაგრძელეთ ვარჯიში. მე ამავე სკოლაში ვასწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს სკოლის დირექტორის დახმარებით დავიწყებთ მოედნის მოწყობას. მას მერე რაც სკოლას რემონტი ჩაუტარდა და ძველი შენობების დემონტაჟი მოხდა, გამოთავისუფლდა ტერიტორია, თუმცა გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ ვარჯიში შევძლოთ. სკოლის ტერიტორიაზე იყო თხილნარი. წლევანდელი მოსავალი დაგვითმეს ამ მოედნის მოსაწყობად, რა თქმა უნდა თანხა არ არის საკმარისი, მაგრამ ვეცდებით კიდევ მოვაგროვოთ“, - აღნიშნა ზუგდიდის გოგონათა რაგბის გუნდის მწვრთნელმა.

იგი მიიჩნევს, რომ სკოლაში რაგბის მოედნის არსებობა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

დარჩელის #1 სკოლის დირექტორის მარინე ცარციძის თქმით, თხილი, რომელიც მოსწავლეებმა მოაგროვეს პირველი მოსავალია.

"ოთხი წელია რაც დავრგეთ თხილი. წელს პირველი მოსავალი მივიღეთ, მისგან მიღებული თანხა  რაგბის მოედნის მოწყობაში დაიხარჯება. თხილნარის იჯარით გაცემას ვგეგმავთ. სკოლის ბიუჯეტში რა ფულიც შემოვა, ისევ სკოლას მოხმარდება", - ამბობს დირექტორი.

ზუგდიდის გოგონათა გუნდი „ქვიშის რაგბი 2019-ის“ გამარჯვებულია.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.