ახალი ამბები
დაურ კოვე: ველოდებით განმარტებებს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა "რესპუბლიკის" საზღვრებს გარეთ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მსვლელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეს 8 საათზე გაიხსნა ორი საარჩევნო უბანი მოსკოვსა და ჩერკესკში, თუმცა, სტამბოლში საარჩევნო უბანს მუშაობა არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ამისთვის ყველფერი მზად იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით სტამბოლში მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ანგარიშს, იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც უბანმა რა დაიწყო მუშაობა. მათაგნ პასუხის მიღების შემდეგ, ცესკო გაავრცელებს სრულ ინფორმაციას“, - განაცხადა კოვემ. მან აღნიშნა, რომ სტამბოლში პრობლემებმა 2014 წლის არჩევნების დროსაც იჩინა, თუმცა, მაშინ მიიღეს ყველა ზომა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო.

აფხაზმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ და „პოლიტიკურმა პროცესებმა“ ზეგავლენა არ უნდა იქონიოს თურქულ დიასპორასთან ურთიერთობებზე.

კოვეს ცნობით, მოსკოვში საარჩევნო კომისიაში 11, ხოლო ჩერკესსკში - 12 წევრია. აღნიშნულ ქალაქებში „საარჩევნო კომისიამ“ 2000 ბიულეტენი გაგზავნა. გამომდინარე იქიდან, რომ „რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ სიები არ შედგენილა, ამომრჩეველთა რაოდენობას მხოლოდ არჩევნების შედეგების მიხედვით დაადგენენ“.


ამავე თემაზე:

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს „პრეზიდენტს“ ირჩევენ

სოხუმი: "არჩევნებს" 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება



 

Print Email
FaceBook Twitter
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის.
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2019
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატამ კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში „ჩაინა 2019“ მიიღო მონაწილეობა.
20 / ნოემბერი 2019
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: სპორტული მიღწევები.
20 / ნოემბერი 2019
ხობში განათლების და განვითარების ცენტრმა „თოლისკური“ შშმ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დღის ცენტრი გახსნა. ცენტრის სერვისებით ექვსიდან თვრამეტ წლამდე
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.