ახალი ამბები
მარტვილში 19 ბავშვის ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილის მეორე ბაგა-ბაღის 19 აღსაზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები 15 მცირეწლოვანს ჰქონდა, თუმცა, მარტვილის მერიის ცნობით, კიდევ ოთხი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. მერიაში ამბობენ, რომ თითოეული მათგანი თავს კარგად გრძნობს, სამი კი ბინაზე გაწერეს.

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან ევექსის კლინიკაში გადაყვანილი თხუთმეტივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პედიატრის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებენ.

მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ირმა გაბისონია თქმით, მეორე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები სადილის მიღებამდე დაეწყოთ.
Print Email
FaceBook Twitter

ელიტარული სახლი «მარმაქს ჯორჯიას» ხედვით მაღალი დონის ტექნიკური აღჭურვილობით იწყება, სადაც დაცული და გამართულია შენობა-ნაგებობის ტექნიკური მხარე და უსაფრთხოება.

კლინიკა მედის წელს 20 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, უამრავ საჩუქარს და ფასდაკლებას უკეთებდა ერთგულ პაციენტებს. საიუბილეო წლის ბოლო თვეს კი კლინიკა უპრეცედენტო შეთავაზებებს გვპირდება.

წალენჯიხაში „ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც მათი ოფისის მიმდებარედ ერთი წელია ცხოვრობს,  ხის სახლი დაუდგეს.
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2019
არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს.
13 / დეკემბერი 2019
სოხუმში, „სამთავრობო კომპლექსის“ მე - 4 სართულზე, სადაც იუსტიციის სამინისტროა განთავსებული, საახალწლო ნაძვის ხეს
13 / დეკემბერი 2019
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც დადიანების მუზეუმის მიმდებარედ უნდა აშენდეს,  შპს „თ-არქიტექტსმა“ დააპროექტა. შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.