ახალი ამბები
ხამისკურში სახლი იწვის
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ამ წუთებში კიკალეიშვილების ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.


სოფელში მერის წარმომადგენლის თეიმურაზ კაკულიას ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლიდან საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხდა. კაკულია ამბობს, რომ მერია დაზარალებულს დაეხმარება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.