ახალი ამბები
ზუგდიდში ნატოს დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა (ვიდეო)
ზუგდიდში, ნატოს დღეების ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია და საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდნენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე“, - აღნიშნა ნარდაიამ.

ანა ცანავას თქმით, მსგავსი შეხვედრები სხვა საკითხებთან ერთად იმ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის საპირისპიროდ აუცილებელია სწორი ინფორმაციის გავრცელება ნატოსთან თანამშრომლობით.

შეხვედრას სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანიაც ესწრებოდა. მისი განცხადებით, დამსწრეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ მოსახლეობის გადაწყვეტილებაა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია.

„კარგია საკმაოდ აქტიური ჩართულობა დამსწრე პირების მხრიდანაც, რადგან მოსახლეობის 71 %-ის გადაწყვეტილებაა, რომ ნატოში ინტეგრაცია მოხდეს. ნატო კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მათ შორის გლობალური უსაფრთხოებისთვის. როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“.

საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.








Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
დღის სიახლეები
09 / ივლისი 2020
8 ივლისს, ღამის 11 სააათზე ფოთში მცხოვრებ თამაზ გრატიაშვილს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ამხილა, საცხოვრებელ სახლთან 2 უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
09 / ივლისი 2020
რუსული პოლიტიკური პარტიის ინიციატივას რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესაძლო შესვლის შესახებ, სოხუმში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.
09 / ივლისი 2020
ზუგდიდში სამგზავრო ავტობუსს უცნობმა პირმა ქვა ესროლა და საქარე მინა დაუზიანა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ცაიშთან მაშინ მოხდა, როცა ავტობუსს მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.