ახალი ამბები
4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება
ხვალ, 19 ოქტომბერს ზუგდიდის სოფელ რუხში, ადმინისტრაციული საზღვარის მიმდებარედ "ხაჭაპურის ფესტივალი" ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაციები. გარდა ამისა, აქ მოსულ სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიის და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალის ფარგლებში მომზადდება ყველა სახის ხაჭაპური.

ფესტივალზე ასევე გელით:

მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი ნაწარმის
დეგუსტაცია;


გასტრონომიის ასოციაციის მიერ UNESCO-ში წარდგენილი ხაჭაპურის პროექტი და ხაჭაპურის ისტორია;

ეთნო და ფოლკლორული მუსიკა;

გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის;


ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა.);

"ხაჭაპურის ფესტივალი" წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი "ზრდას", საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთან ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა და სხვა კერძები, ხელნაკეთი ნივთები), ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით და სხვ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.