ახალი ამბები
სვანეთში, სადაც მოსახლეობა ელქტროენერგიის ფულს არ იხდის, სავარაუდოდ, ბიტკოინს აწარმოებენ
მესტიის სოფელ ნაკრაში მოსახლეობამ აქცია გამართა და ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სოფელ ლახამულაში ბიტკიონის აპარატები განათავსეს, რის გამოც სოფელს დენის მიწოდება შეეზღუდა.

"დენი ლახამულას გავლით მოგვეწოდება, როგორც ჩანს იქ დატვირთვა მაღალია. მოთხოვნა მოწოდებას აღემატება და ხშირად გვეთიშება ელექტროენეგრია", - ამბობენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მოსახლეობა ელექტროსადენების შეცვლას ითხოვს. მერის თქმით, ადგილობრივების ნაწილს ასევე დამონტაჟებული აქვს ბიოტკიონის აპარატი, რის გამოც დანარჩენი მოსახლეობა ზარალდება.

„აქ არის ძველი ელექტროსადენები, რის შეცვლასაც მოსახელობა ითხოვს. მე ახლაც მათთან ერთად ვიმყოფები და მათი მოთხოვნა აბსლუტურად სამართლიანია. ასევე ხდება ბიტკიონის წარმოება, რომელსაც ისევ ჩვენი მოსახელობა აკეთებს და მეზობელს აზიანებს. უნდა დავყვეთ ახლა მოსახელობას და უნდა ვუთხრათ, რომ შეწყვიტონ წაროება. ჩვენი მოსახლეობა მოხმარებული ელექტროენეტრგიის ფულს არ იხდის და ალბათ, ამის გამო ხდება ეს“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

ამ დროისთვის ნაკრაში აქცია დასრულდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
23 / აპრილი 2024
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.