რეგიონი
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ნატრული აკობიამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. მიიჩნევს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, რადგან მან შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ ის ცოლზე სისტემატიურად არ ძალადობდა. ის პროცესს ადვოკატის გარეშე ესწრებოდა.

მანამდე, სორდია სასამართლოს, ექსპერტიზის დასრულებამდე, ბავშვებთან ჰყოფნის უფლებას თხოვდა. მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნა, აღმკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ის მიმალვას და  მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებდა.

"პროკურორმა აღნიშნა, რომ მე მიმალვას ვაპირებდი არ არის სწორი. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდე მიმყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს, მეც რომ ჩავჯდე ეს იქნება მათთვის სტრესული მდგომარეობა. მე ვთხოვ სასამართლოს სანამ დასკვნები დაიდება ვიყო ბავშვებთან,"- თქვა მან სასამართლოზე.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.  ბაკურ სორდია ზემოაღნიშნული ბრალდებით პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სოფელ კახათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანიის, ავსტრიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საერთაშორისო ბანაკებში გაემგზავრებიან.
ევროპის ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის
ზუგდიდში, აღმაშენებლის #89-ში ავტოგასამართ ,,ვისოლის" სადგურთან სუპერმარკეტ "სმარტის" რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა.
საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს.
ზუგდიდის ბაღის ლოგოს კონკურში მონაწილეობის მიღება მსურველებს 10 თებერვლიდან შეეძლებათ. საკონკურსო პირობებზე ლოგოს შესარჩევად დაკომპლექტებულმა  სპეციალურმა კომისიამ დღეს იმსჯელა.
2020 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.
დღის სიახლეები
18 / თებერვალი 2020
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთნ ეკა მიქავას მშობლები და ახლობლები აქციას მართავენ. მათ 33 წლის ქალის თვითნკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ის ქმარმა ბაკურ სორდიამ,
18 / თებერვალი 2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქარველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება და ზუგდიდის მერიას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწდებს. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის
18 / თებერვალი 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.