ახალი ამბები
აუდიტის სამსახური: ზუგდიდის მერიის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზებია
აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზები გამოავლინა. როგორც მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, მერიის მიერ აშენებული სახლები რამდენიმე სოფელში დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება. გარდა ამისა,  აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია.

„2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებდა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების შერჩევას და მათთვის საკუთარ ეზოში სახლის აშენებას. შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტმა 11 ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა და დააფინანსა სულ 47 სახლის მშენებლობა, ღირებულებით – 995.8 ათასი ლარი. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განახორციელეს შპს „ევრომშენი 999“-მა, შპს „ემ კა ინშაათმა“ და შპს „ბუხამ“. სახლების მშენებლობის შესყიდვის პროცესის შესწავლისა და ობიექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:1.ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები. სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული. 2. სოფლებში: ორსანტიაში, შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ. აღნიშნული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.3. სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ დაუსრულებია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. 17 სახლის მშენებლობა შესრულებულია ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი სახლისთვის ჩაიბარა შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და გასცა მოთხოვნილი დაფინანსება. აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლების მიერ დარღვევით არის ასახული შესრულებული სამუშაოების აქტებში და დადასტურებულია საექსპერტო დაწესებულების მიერ – შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, შპს „არდა" და შპს „საქართველოს ექსპერტთა კოლეგია“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ზუგდიდის მერიამ „უსახლკარო და მძიმე საცხოვრენელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში 2015
წლიდან 90-ზე მეტი სახლი ააშენა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.