ახალი ამბები
აფხაზური მედია: წინასწარი შედეგებით "საპრეზიდენტო" არჩევნებში ასლან ბჟანია იმარჯვებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ "პრეზიდენტობის" კანდიდატს ასლან ბჟანიას, არჩევნების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გამარჯვება მიულოცა, წერს "აფსნიპრესი". მანამდე, აფხაზური ოპოზიციის ლიდერს გამარჯვება პირადად მიულოცა "პრეზიდენტობის" მეორე კანდიდატმა - ადგურ არძინბამ.

"მე მიხარია, რომ კანდიდატები ულოცავენ ოპონენტებს. რამდენადაც მახსოვს, ეს პირველად ხდება. ეს უკვე დიდი ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ წინ ბევრი კეთილი და კარგი საქმე გველოდება", - უთხრა ბჟანიამ მასთან შტაბში მისალოცად მისულ არძინბას.

განმეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 22 მარტს გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 97 209 (75,68%)ადამიანმა მიიღო.

გამოცემის ცნობით, არჩევნებში სამი კანდიდატი, "ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ასლან ბჟანია, ვიცე - პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა" მონაწილეობდნენ.

"საარჩევნო კომისიის" თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, "პრეზიდენტის" არჩევნების წინასწარ შედეგებს ოფიციალურად დღეს, 23 მარტს 11 საათზე გამოაცხადებენ.

.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ოპოზიცური პარტიის წევრს ანა წითლიძეს
თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა,
გადეცემის თემა -  COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში.
კორონავირუსი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 62 პირი იმყოფება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიამიმოსვლა აღდგება. ფრენების განახლება 15 ივნისიდან იგეგმება.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის  44 პირი იმყოფება, თვითიზოლაციის პერიოდს კი რეგიონის მასშტაბით 34 პირი გადის.
საზოგადოება
2020 წლის 25, 29 და 30 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება.
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2020
გალის სკოლების უფროსკლასელები გამოსაშვებ გამოცდებს "მშობლიურ, ანუ, რუსულ ენასა და ალგებრაში ჩააბარებენ", ამის შესახებ "გალ ტვ" -
05 / ივნისი 2020
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ეხებოდა,
05 / ივნისი 2020
სოხუმში რუსეთის "საელჩოს" შენობა სამართლადამცველებმა მას შემდეგ შემოსაზღვრეს, რაც საელჩომ ელექტრონულ ფოსტაზე შენობაში მომბის
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.