"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2021 – ადამიანის უფლებებისთვის" განაცხადების მიღება დასრულდა. პრემიაზე სულ 10 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის,
ასოციაცია
"ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა. წლევანდელი პრემიის მფლობელი 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია წელს მესამედ ტარდება. შარშან გამარჯვებული ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე
იულია ხარაშვილი გახდა, 2019 წელს კი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ნინო კალანდარიშვილი.
ინფორმაციისთვის, ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა. მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასებაა. ასევე საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.
მასალის გამოყენების პირობები