ზუგდიდის ბაზარში ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვაჭრობის მკვეთრ შემცირებას უჩივიან (ვიდეო)
19:18 / 23.01.2019
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები მყიდველების ნაკლებობას უჩივიან და ამას ენგურის ხიდის გადაკეტვას უკავშირებენ. მოვაჭრეების მტკიცებით, ვაჭრობა მკვეთრად სწორედ მას შემდეგ
შემცირდა, რაც ოკუპირებული გალიდან ადამიანები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეღარ გადმოდიან.
„ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და რაც ხიდი დაიკეტა, ხალხი ვეღარ ვაჭრობს, ვეღარ შემოდის, ფულის ბრუნვა არ არის და ძალიან დაგვეტყო. რაც ჩაიკეტა, სრულებით ვერ ვხედავთ ხალხს”, - გვითხრეს მოვაჭრეებმა.
ისინი ამბობენ, რომ მათზეც ე.წ. საზღვრის გადაკეტვა თითქმის ისევე უარყოფითად აისახება, როგორც გალში მცხოვრებ მოსახლეობაზე.
„ერთ კვირაზე მეტია, ხალხი არ დადის. ისინი უფრო მეტად ყიდულობენ ხოლმე. მე რა რაოდენობის საქონელსაც ერთ დღეში ვყიდდი, ახლა ოთხ დღეში მეყიდება“, - თქვა საქონლის ხორცით მოვაჭრემ ვახო ჯიგანიამ.
მოვაჭრეები გამოსავალს ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაში ხედავენ.
მაშინ, როცა ზუგდიდის ბაზარში, როგორც აქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, მყიდველების თითზე ჩამოთვლა შეიძლება, მკვეთრად აიწია პროდუქტზე ფასებმა გალის ბაზარში. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რის გამოც გალის მცხოვრებლებმა დღეს ენგურის ხიდის დაკეტვა გააპროტესტეს.
ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას ადასტურებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და დე ფაქტო მთავრობებს მოუწოდებს, საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედონ.
„ეს არაჰუმანურია, არავის ინტერესებს არ ადგება და დამერწმუნეთ, ამ რეგიონების მოსახლეობა ძალიან წუხს. ჩვენ არაერთი მომართვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს... მოსახლეობის ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მინისტრმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და მძიმე ავადმყოფები ახერხებენ.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები