სტატია
ვინ არის ამერიკაში მოღვაწე ზუგდიდელი სპორტსმენი (ფოტო)
ზუგდიდელი გიორგი ჯიქია მესამე წელია ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ტრადიციულ კარატეში ამბობს, რომ შტატებში წასვლა მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. 25 წლის სპორტსმენმა გვითხრა, რომ მისი რამდენიმე უშედეგო მცდელობა 2016 წელს დადებითად გადაწყდა და სწორედ მაშინ წავიდა „ოცნების ქვეყანაში“.

ამერიკამდე იყო რთული და გამოცდილებით სავსე გზა. გიორგი ჯიქია მშობლებმა კარატეზე 4 წლის ასაკში შეიყვანეს და მას მერე ამ საქმითაა დაკავებული.

alt
„ჩემი განვითარების პერიოდი უკავშირდება მსოფლიო ჩემპონის გოგიტა არქანიას გვერდით ყოფნის დროს, რადგან ეს იყო ჩემი სპორტული, გონებრივი, ადამიანური განვითარების დასაწყისი. სწორედ იმავე სპორტული ხელწერით ვმოღვაწეობ ამერიკაშიც“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯიქიამ.

მისი ჯილდოების საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალი 2007 წლიდან იწყება. მაშინ ზუგდიდელმა სპორტსმენმა ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2010 წელს საფრანგეთში კი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ორი წლის შემდეგ თურქეთში იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა, 2015 წელს - ევროპის ჩემპიონობა. ამერიკაში გრანდ-ჩემპიონობას 7-ჯერ მიაღწია, თუმცა ეს მისი წარმატებების სრული სია არ არის.

„ამ ტიტულებისთვის ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ მეტი ივარჯიშონ! განვითარდნენ, რადგან საუკეთესო წლების დაკარგვა არ ღირს. არასოდეს შეჩერდეთ იმ გზაზე, რომლითაც გინდათ სიარული. წარმატება დაუღლელი შრომით და ბრძოლით მოიპოვება“, - გვითხრა ზუგდიდელმა სპორტსმენმა.

გვიყვება, რომ ნიუ-იორკში საკმაოდ სწრაფი და დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს. მისი დღე დილის ხუთის ნახევარზე იწყება. გარდა იმისა, რომ თავად ვარჯიშობს და შეჯიბრებებისთვის ემზადება, კლუბში სხვა დამწყებ სპორტსმენებსაც ავარჯიშებს.
alt
ახალგაზრდა სპორტსმენი გაჩერებას არ აპირებს. გვეუბნება, რომ მისი ცხოვრება ახლა ზუსტად იმ ეტაპზეა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა ამ სფეროში მეტი წარმატების მიღწევა სურს.

„ახლა უკვე სხვა გეგმებით ვაგრძელებ წინსვლას. სანამ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვარ და სანამ ერთ ადამიანს მაინც დავჭირდები ამ სფეროში, მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო“, - გვითხრა გიორგიმ.

უახლოესი გეგმები კი კარატეში უმნიშვნელოვანეს ტურნეებს უკავშირდება. ზუგდიდელი სპორტსმენი აპრილში, "USA KARATE OPEN LAS VEGAS"-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი მას მენტორობას ამერიკის ნაკრების მწვრთნელი გაუწევს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
19 / მარტი 2024
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.