სტატია
ოკუპაციაზე გამარჯვებული აბიტურიენტები - განათლებისთვის გაწეული რისკი
27 ივნისს, როდესაც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ ერთადერთი გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი  ჩაკეტა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვა მოქალაქეებთან ერთად აბიტურიენტები ჩარჩნენ. რამდენიმე მათგანმა, მას შემდეგ, რაც სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ზუგდიდში გადმოსულიყო და ასე უმაღლესი განათლების მიღების შანსი ხელიდან არ გაეშვა. ლევანი (პირობითად) ერთ-ერთი მათგანია. (რადიო "ათინათმა" რესპონდენტების სახელები შეგნებულად შეცვალა. ჩვენ მათ პირობითი სახელებით გაგაცნობთ). მას ახლა უკვე საკუთარ ხელებზე აქვს ოკუპაციის კვალი. 28 ივნისის ღამით, როდესაც ერთ-ერთ საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა, მავთულხლართებმა ხელები დაუსერა. მომავალმა სოციოლოგმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები უკვე დაწერა. მისი მეგობრები გვიყვებიან, რომ თავიდან კონცენტრირება გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, მოახერხა და ახლა სხვა გამოცდებისთვის ემზადება.

ლევანთან ერთად ცდილობდა იმ ღამით 16 წლის  აკაკიც. დეტალურად იხსენებს, როგორ ცდილობდნენ რუსი სამხედროებისგან დამალულიყვნენ, როგორ გადმოლახეს ადიდებული მდინარე და ვინც მავთულხლართს გადაურჩა, როგორ რჩებოდა ფეხები ტალახსა და ეკალ-ბარდებში ბნელ ღამეს.

„27-ში ჩაგვიყვანეს, გალის ადმინისტრაციამ სკოლები გააფრთხილა, რომ გამოსაშვები საღამოსთვის იქ უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდით და სხვა გზა რომ არ იყო, მალული გზით გვინდოდა გადმოსვლა. შიშის ფაქტორი, რა თქმა უნდა, იყო. ორმეტრნახევრიანი, ორმაგი მავთულხართები, უიარაღო ვერ შეძლებს, ის გამოხსნას და გადმოვიდეს. შემდეგ ჩვეულებრივი გადმოსასვლელი ვნახეთ. ეკალ-ბარდებში გავიარეთ, ტალახით გამოვედით, ასე, დაახლოებით, ზოგი აიყოლია შიშმა და შუა გზაზე გაჩერდა, მაგრამ წამოვიყვანეთ და ასე გადმოვიარეთ მდინარე, მანამდე, ალბათ, 300-400 მეტრი ვიარეთ.  ერთ-ერთი გზას ასცდა, ხეზე აძვრა, ხიდან ტოტი მოძვრა, ზუსტად მავთულხლართზე დაეცა და ხელი გაეჭრა“, - უყვება რადიო "ათინათს" აკაკი.

მათი თანაკლასელი თამარისთვის საოკუპაციო ხაზის ასე, რისკის ფასად გადმოლახვა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. იხსენებს, რომ შეშინებული იყო და ცრემლებს ვერ იკავებდა. განსაკუთრებით მაშინ შეეშინდა, როცა რუსი ე.წ. მესაზღვრეები მანქანით დაინახეს.

„რუსები რომ დავინახეთ მანქანით, ვცდილობდით, როგორმე დავმალულიყავით და საბედნიეროდ, მოვახერხეთ კიდეც. ძალიან გვაძლიერებდა ქართველი ჯარისკაცების შეძახილები, როგორ გვგულშემატკივრობდნენ და როგორც კი გადმოვედით, როგორც დაგვეხმარნენ იქ მყოფები“, - იხსენებს 17 წლის გოგონა.

მოსწავლეები ამბობენ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოლახვამდეც და ამ მომენტშიც, ფიქრობდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუკი, რუსები დაიჭერდნენ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევდათ, თუმცა, არსებობდა საფრთხე, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ, შემდეგ კი დროებითი მაცხოვრებლის სტატუსი გაეუქმებინათ და საკუთარ სახლებში ჩასვლა წლობით აეკრძალათ.

ჩვენ მათ ვკითხეთ, ამ რისკების მიუხედავად, რატომ აირჩიეს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ეს გზა. აკაკიმ გვითხრა, რომ განათლების მისაღებად და უკეთესი მომავლისთვის შიშის ფაქტორი დაძლია. ის მომავალი ექიმია და სურს, ყველაზე მეტად, საკუთარ კუთხეს გამოადგეს. თამარს კი ფილოლოგობა სურს. 

ახლა ორივე მათგანი და სხვა აბიტურიენტები, რომელთაც ენგურის ხიდის გადმოკვეთა მოახერხეს, სხვა საგნების გამოცდებისთვის ემზადებიან.









Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ივლისი 2019
აბაშაში, ეროვნული ცხენოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა „ხარებამ“ 6 გამარჯვება მოიპოვა.
21 / ივლისი 2019
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში
21 / ივლისი 2019
{{ARTICLEIMAGE}}ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა.
საზოგადოება
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ცნობილ ესთეტიკურ ინოვაციების საერთაშორისო კლინიკათა ქსელს - „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს სოციალური უნარების ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.