სტატია
თავშესაფარი, სადაც ზუგდიდიდან ძაღლები გადაჰყავთ, დარღვევებისთვის რამდენჯერმე დაჯარიმდა
ცხოველთა დაცვის ფედერაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან იმ თავშესაფრის დახურვას ითხოვს, სადაც მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდანაც გადაჰყავთ. ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი თავშესაფრის ადმინისტრაციას ძაღლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს და შესაბამის უწყებებს დაუყოვნებელივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ეს თავშესაფარი არის ძაღლების მკვლელობის ადგილი. საჭმელს არ აჭმევენ, ვოლიერებში ჰყავთ ბევრი ერთად, ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე გადაჰყავთ, არ უკეთებენ სტერილიზაცია-კასტრაციას და არ ასრულებენ სხვა ვალდებულებებს. ასევე, ძაღლებს არ აჭმევენ საჭმელს. ჩვენ სურსათის სააგენტოს არაერთხელ მივმართეთ და წინა წლებში რამდენჯერმე დააჯარიმეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა. 2 ივლისს მივმართეთ მათ და ვითხოვთ, შეუჩერონ უფლებამოსილება“, - აღნიშნა ლაჭყეპიანმა.

ასეთივე მდგომარეობაზე საუბრობს ზუგდიდელი სალომე ფარცვანია. ის ქუთაისში საკუთარი ძაღლის ადგილსამყოფელის დასადგენად წავიდა, ადგილზე კი, როგორც თავად ამბობს, მძიმე სიტუაცია დახვდა.

„არც რამე სახის საკარანტინე სივრცე არაა, არც ვოლიერი, სადაც განაცალკევებენ ავადმყოფს და ჯანმრთელს. საკვები იქ არ იყო, იყო საშინელი სუნი, ანტისანიტარია, ძაღლები ერთმანეთს კბენდნენ“, - დასძენს ფარცვანია, რომელსაც ადგილზე ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული თავშესაფარი მიმდინარე წელს სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, თუმცა ბოლო ინსპექტირებაზე დარღვევები არ გამოვლინდა.

„28 მარტს, ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 1000 ლარით 5 აპრილს, 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის გამო - 2000 ლარით, 1 მაისს, სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განხორციელების ხელის შეშლის გამო 400 ლარით, 10 მაისს, მითითებების შუსრულებლობის გამო 400 ლარით. 2019 წლის 20 ივნისს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, მითითებების შესრულების გადამოწმების მიზნით, ცხოველთა თავშესაფარში კვლავ ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულ ბიზნესოპერატორს მითითებები შესრულებული აქვს.

რაც შეეხება ცხოველთა კვების რაციონს, მის ჯერადობასა და სხვა დასმულ საკითხებს, სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნული სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას სცდება.

თავის მხრივ, შპს „იმერეთი ჯგუფის“ დირექტორი გია დარსალია ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყოფს და განმარტავს, რომ ყველა დარღვევა, რომლის გამოც სეს-მა კომპანია დააჯარიმა, გამოსწორებულია.

„ბოლოს იყვნენ, დაახლოებით, ერთი თვის წინ და არაფერი დარღვევა არ გამოუვლენიათ. ყველა ეს ინფორმაცია არის ტყუილი“, - გვითხრა დარსალიამ.

ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მათ თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქისგან მიიღეს და ზედამხედველობის სამსახური ვითარების ადგილზე შესწავლას გეგმავს.

ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „იმერეთი ჯგუფმა“ გაიმარჯვა. უკვე რამდენიმე თვეა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე უპატრონო ძაღლები ქუთაისში მდებარე თავშესაფარში გადაჰყავთ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შპს, თითქმის, 28 ათას ლარს იღებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
18 / მარტი 2024
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18 / მარტი 2024
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.