სტატია
სანახევროდ დაცლილი რუხი მოლი და საპარტნიორო ფონდის პასუხი (ფოტო)
რუხი მოლში დღეის მდგომარეობით, მხოლოდ „თეგეტა მოტორსი“, „გორგია“, ერთი კვების ობიექტი, საცხობი და ორი სუპერმარკეტი მუშაობს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული ავეჯის, ტექნიკის, საცალო და საბითუმო მაღაზიები,  ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, ღია ტიპის ბაზარი, „საქართველოს ფოსტა“ და აფთიაქი არ ფუნქციონირებს. სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზად  ადგილზე მომუშავეები ენგურის ხიდზე შეფერხებულ მიმოსვლას ასახელებენ.

სწრაფი კვების ობიექტ „ივერიაში“ გვითხრეს, რომ საკვებს მხოლოდ „გორგიასა“ და „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებისთვის ამზადებენ. ამბობენ, რომ ადგილობრივი ან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულები აქ იშვიათად შემოდიან.  ხათუნა  როგავა, რომელიც ობიექტში ორი თვეა მუშაობს, გვიყვება, რომ  60 ადამიანს ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურებიან.

„როგორც ადრე მოძრაობდნენ აფხაზეთიდან, ისე რომ იყოს, კარგი მუშაობა იქნებოდა. ამბობენ გადასვლას "გორგიაც" აპირებსო. ეს ასე თუ მოხდა ძალიან ცუდი იქნება, პირადად მე ალბათ დავხურავ კვების ობიექტს“, - თქვა ხათუნა როგავამ.

„გორგიაში“ ამბობენ, რომ რუხი მოლის ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ.

საკონდიტროში, რომელიც რუხი მოლის ტერიტორიაზე სამი წელია მუშაობს, ამბობენ რომ მათთვის ტერიტორია ხელსაყრელია და არც პროდუქციის გასაღება უჭირთ.

„ჩვენ ვაწვდით სხვადასხვა მაღაზიებს აქ წარმოებულ პროდუქტს და ადგილზეც ვყიდით. არ ვიცით სხვა მაღაზიების ამბავი. ჩვენ სამი წელია შეუფერხებლად ვმუშაობთ“, - გვითხრეს საკონდიტროში.

რუხი მოლის ტერიტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. ჩვენს კითხვაზე თუ რას აპირებს სახელმწიფო სავაჭრო ცენტრის გასააქტიურებლად, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის საპარტნიორო ფონდისა და მოიჯარეებისთვის მიგვემართა.

„რუხის სავაჭრო კომპლექსის უშუალო საქმიანობა ხორციელდება იმ კონტრაქტებით, რომლებიც არსებობს კომპლექსის მმართველ კომპანიასა და მოიჯარეებს შორის და აგრეთვე საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონით. ამდენად, დამატებითი ინფორმაციის შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ აღნიშნულ ორგანიზაციას“, - აცხადებენ უწყებაში.

თავის მხრივ, რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორი დავით მაჭავარიანი მაღაზიების ნაწილის დახურვის მთავარ მიზეზად ენგურის ხიდზე მოსახლეობის შეფერხებულ მიმოსვლას ასახელებს. მისივე თქმით,  მოლის გააქტიურება იგეგმება და თუმცა ის დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს იკავებს.

„კონკრეტული გეგმები შესახებ საზოგადოებისთვის  მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. არის მოლაპარაკებები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. იგეგმება საინტერესო პროექტის პრეზენტაცია და ეს აუცილებლად გახდება ცნობილი მიმდინარე თვეს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“, - თქვა დავით მაჭავარიანმა.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, რუხი მოლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება.  ცენტრის გახსნა  შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დააანონსა.

რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. აქ 1000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო.
პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა. ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.