სტატია
პრეზიდენტის ზუგდიდელი მხარდამჭერებისა და ოპონენტების შეფასებები შეწყალების საქმეზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი და ძებნილი შეიწყალა, საზოგადოების უმეტესი ნაწილის კრიტიკის საფუძველი გახდა.


რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე მისი ზუგდიდელი ოპონენტები და ის ადამიანები, რომლებიც მის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაა. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ აუცილებელია მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოების კრიტიკას არ გამოიწვევს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ შეწყალების წესი უნდა შეიცვალოს.
ფოტო მერაბ ქვარიას ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან

"მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა ის მართლზომიერად უნდა გამოიყენონ. სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან კრიტიკას იმსახურებს. რეალობა გვიჩვენებს, რომ შეწყალების მექანიზმი უნდა გადაიხედოს, იყოს რეგულაციები და დაიხვეწოს, რომ მსგავსი კრიტიკა არ მოჰყვეს. მსგავსი გადაწყვეტილებებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, მისაღებია, გადაიხედოს შეწყალების მექანიზმი და იყოს ფილტრი, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს არ დააშვებინებს", - აღნიშნა ქვარაიამ.

ჩვენს კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც ზურაბიშვილის ამომრჩეველი და მხარდამჭერი, მერაბ ქვარაიამ ცალსახა პასუხი არ გაგვცა და თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სამწუხაროა და მათი თავიდან აცილების მიზნით რეგულაციები უნდა დაწესდეს.

ზურაბიშვილის კიდევ ერთი მხარდამჭერი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლაშა გვასალია ამბობს, რომ მას კითხვის ნიშნები აქვს. გვასალიამ აღნიშნა, რომ, თუკი ზურაბიშვილის გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებას არ მოისმენს, საკუთარ პოზიციას ფეისბუქზე საჯაროდ დააფიქსირებს.
ფოტო ლაშა გვასალიას ფეისბუქ-გვერდიდან: ლაშა გვასალია და ლია ნაროუშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში

„კითხვის ნიშნები გამიჩნდა და გავარკვევ ამას, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული ამ პატიმრების ჯანმრთელობის ან განსაკუთრებული ოჯახური პირობების გამო. უნდა განემარტა და უნდა ეთქვა... ჩემთვის მკვლელი არის აბსოლუტურად მიუღებელი და გავარკვევ აუცილებლად ადმინისტრაციაში ან თავად ქალბატონ სალომესთან. რაც შეეხება ჩემს წილ პასუხისმგებლობას, მე მას არასდროს გავურბივარ და თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვიხდი. თუ დავინახე, რომ კითხვის ნიშანი ძახილის ნიშნითაა შესაცვლელი, დავსვამ ამ ნიშანს“, - გვითხრა გვასალიამ.

პოეტი ლია ნაროუშვილი, რომელიც მის მხარდამჭერ წინასაარჩევნო კლიპებში მონაწილეობდა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერად რჩება და მისი გადაწყვეტილებების სისწორეში დარწმუნებულია, თუმცა ამბობს, რომ შეწყალების საქმეზე მას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ნაროუშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ქვეყნის შიგნით მსგავსი „არასასიამოვნო ფაქტები“ მოხდეს, თუმცა, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის ქმედებები მისთვის მისაღებია.
ლია ნაროუშვილი - ფოტო სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან

„ვიყავი და ვარ მხარდამჭერი, აბსოლუტურად ვენდობი ყველა გადაწყვეტილებას, რაც დღემდე გაუკეთებია. სიღრმისეულად არ ვიცი ეს საკითხი, მეგობრებმა დამირეკეს, თორემ არ მინახავს. ქვედა დინებებში ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს, ცუდის მოსურნეებიც არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირადად ის არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და საკუთარ თავზე არ აიღებს იმ ცოდვას, რაც შეიძლება მკვლელების შეწყალებას მოჰყვეს. ბევრ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში - ოკუპაცია, ქვეყნის დამოუკიდებლობა - მე ვენდობი და მხარს ვუჭერ მას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნაროუშვილმა. რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ოპონენტებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარის ანა წითლიძის შეფასებით, ზურაბიშვილი „მკვლელებისა და კრიმინალების“ პრეზიდენტია და მათ წინაშე ვალდებულებები აქვს.
ანა წითლიძე. ფოტო - რადიო "ათინათი"

„მათგან არჩევნების გამო დავალებულია და ამიტომაც იწყალებს კრიმინალებს. ზოგადად, არამხოლოდ ზურაბიშვილის, არამედ, მთელი მმართველი პარტიის სტილია მათთან თანამშრომლობა. მკვლელების შემწყნარებელი პრეზიდენტის მორალური პასუხისმგებლობა მხოლოდ მისი გადადგომა იქნება“, გვითხრა წითლიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათლომე შელია და აღნიშნულ ფაქტებში კორუფციის ნიშნებსაც ხედავს. ის ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად უზნეოებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში მისი იმპიჩმენტია.
ბათლომე შელია. ფოტო - ზუგდიდის საკრებულო

"ზურაბიშვილი თავიდანვე უპასუხისმგებლოდ მიუდგა შეწყალების საქმეს და ვხედავთ, სანამდეც მივედით. მკვლელების შეწყალება ისეთი პირების სანაცვლოდ, რომელთა შემთხვევაშიც, ბევრად უფრო ლეგიტიმური იქნება ეს აქტი. მე ვფიქრობ, რომ აქ ვიღაც ხელებს ითბობს. "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ის პრეზიდენტად და სამარცხვინოა მათი პოზიცია, როცა ამბობენ, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა, როცა, მაგალითად, მარგველაშვილის გადაწყვეტილებებს შეწყალების საქმეზე ძალიან მწვავედ აკრიტიკებდნენ. ეს არის ქვეყნისთვის მავნე პრეზიდენტი და ის აღარ უნდა იყოს ამ პოსტზე. მე ვიქნები ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მისი იმპიჩმენტის პროცესის", - გვითხრა შელიამ.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის პირი, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა. შეწყალებულთა შორის არის 18 წლის გიორგი ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ძებნილი პირიც შეიწყალა. აღნიშნულ ფაქტებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება და კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი, ბოლო შეწყალების ირგვლივ საზოგადოების შეშფოთება გახდა.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინს ხმა 38 945-მა ადამიანმა მისცა. რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 94% მიიღო. 2018 წელთან შედარებით პუტინისთვის მიცემული ხმების რაოდენობა 482-ით შემცირდა.
19 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და ძველ აბასთუმანში საბჭოთა ბელადების ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის ბიუსტები დგას.
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.